Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა მანუელ ვალსი. ის ამ პოსტზე შეცვლის ჟან-მარკ ეროს, რომელიც გადადგა მუნიციპალურ არჩევნებში სოციალისტური პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ. თანამემამულეებისადმი ტელემიმართვაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალ კაბინეტს ექნება სამი ძირითადი ამოცანა: საფრანგეთის ეკონომიკის კონსოლიდაცია, სოციალური სამართლიანობის გამყარება და ფრანგების მსყიდველობითუნარიანობის გაზრდა. ახალი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
XS
SM
MD
LG