Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გრძელდება ბრძოლები პრეზიდენტის მშობლიურ პროვინციაში


სირიაში ბრძოლები მიმდინარეობს დასავლეთში მდებარე, ზღვისპირა ლატაკიაში, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მშობლიური პროვინციაა. სახელმწიფო მედიის ცნობით, არმიამ კონტროლი აღადგინა მთავარ პოზიციაზე - ე.წ. 54-ე ობსერვატორიაზე. ის მდებარეობს მთაზე, რომელიც გადაჰყურებს ალავიტებით დასახლებულ რეგიონს. ასადების ოჯახი ალავიტების რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია. რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის, მათ შორის ალ-ყაიდის მოკავშირე „ნუსრის ფრონტის“ წევრებმა 21 მარტს წამოიწყეს ლატაკიაზე შეტევა. ცნობების თანახმად, მათ შეძლეს რამდენიმე პოზიციის დაპყრობა - მათ შორის ხმელთაშუა ზღვასთან გასასვლელისა, რაც პირველად მოხდა სირიაში სამოქალაქო ომის სამ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG