Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საჭიროდ მიიჩნევენ უკრაინის შესახებ კონფერენციის ჩატარებას


გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი გამოდიან მოწოდებით, ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის შესახებ. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, ასეთ ფორუმში მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთმაც და კონფერენცია უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც უკრაინა მაისში გამართავს საპრეზიდენტო არჩევნებს. მოსკოვსა და დასავლეთს შორის მკვეთრ უთანხმოებას იწვევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. სამი მინისტრი გამოდის ასევე ინიციატივით, რომ ევროკავშირმა და რუსეთმა მოლაპარაკება გამართონ უკრაინასთან, მოლდავეთთან და საქართველოსთან იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG