Accessibility links

logo-print
ავტორი: ვალერიან ბუკია

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ათი წლის ვიყავი როცა აირჩიეს პრეზიდენტად და თერთმეტის ვხდებოდი, როცა განდევნეს დედაქალაქიდან, მანამდე იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, დაპატიმრებები, გადასახლება და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფნა.
ნანახი არ მყავს, უფრო სწორად ნანახი მაქვს მისი კეფა, დევნილობაში მყოფი, იმ წელს სამეგრელოში დაბრუნდა. ზუგდიდში იყვნენ დაბანაკებულნი ის და მისი მომხრეები, ცენტრალურ გზაზე თეთრი ვოლგით მოძრაობდა პირადი დაცვის სამი თანამშრომლის თანხლებით, ყოველგვარი საპრეზიდენტო ექსკორტის გარეშე, რაღაც უცნაური სანომრე ნიშნები ქონდა მის ავტომობილს, საბჭოთა თეთრი სანომრე ნიშნებისგან განსხვავებული, ეს ვოლგა ვნახე ზაფხულის ცხელ ქარიან საღამოს, სწრაფად გაიარა ჩემი სახლის ჭიშკართან, მე მხოლოდ მანქანის უკანა ნაწილი დავინახე და მოვკარი უკანა სავარძელში შუაში მჯდომ ადამიანს თვალი, ვნახე მისი ჭაღარა კეფა.
ისე სკოლაში ვტრაბახობდი რომ ნანახი მყავდა, მიტინგზე, სინამდვილეში, დედაქალაქში ნათესავებთან სტუმრად ჩასულებმა, მიტინგზე მისვლა გადავწყვიტეთ, ჩემზე მაღალი დეიდებსა და ბიძებს შორის ვიდექი. გამომსვლელებს ვერ ვხედავდი, მინდოდა მაგრამ მამას ხელში აყვანა ვერ ვთხოვე, „მიტყდებოდა“ ხელში ატატებულს მეყურებინა მიტინგზე გამომსვლელებისთვის, ის გამოვიდა, დიდი ოვაციებით შეხვდა ხალხი, მჭექარე ხმით ნათქვამი სიტყვები მესმოდა, ხშირი იყო სიტყვები, იმპერია, სამშობლო, წმ. გიორგი, ღმერთი, იყო შეძახილები ზვიადი! ზვიადი! ჩვენთან არს ღმერთი!
გულწრფელად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვფიქრობ ამ პიროვნებაზე, რომ ის იყო ჭეშმარიტი პატრიოტი, ყოველგვარი ფინანსური ინტერესებისგან თავისუფალი ლიდერი, დინების საწინააღდეგოდ მცურავი გმირი, კრემლის იმპერიული პოლიტიკის ნაღდი მოწინააღმდეგე.
დასასრული ყველამ ვიცით.
ყველაზე მთავარი, არც КГБ-ს გენერალი ბიძის კონსულტაციებით უხელმძღვნელია ხელისუფლებაში ყოფნისას და არც რუსეთში დაგროვილი მილიარდებით მოსულა ხელისუფლებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG