Accessibility links

logo-print

"განათლების" სისტემის მოკრძალებული ხიბლი


ავტორი: ალექსანდრე გაბელია

საქართველოში განათლების სისტემა წლებია ღრმა კრიზისშია. ამ ყველაფერს ალბათ მხოლოდ კაფსულაში დარჩენილი ადამიანი ვერ დაინახავს. ან ის ვინც სახელმწიფოს ან უნივერსიტეტის მაღალი ეშელონების მუდმივი, კონფორმისტი ვაზელინია; სკოლას,რომ შევეხოთ , სააკაშვილის მმართველობის დროს, განათლების სისტემაში მომუშავე გენიების რეფორმების ცვლილებების შემდეგ, მოსწავლეები საცდელი ვირთხები იყვნენ თეიმურაზ ბაბლუანის ‘’უძინართა მზიდან“.
არც ‘’უმაღლეს’’ განათლებაში გვაქვს საქმე საამაყოდ. უნივერსიტეტები წლების განმავლობაში იყვნენ პოლიტიზირებულები,რის გამოც ხდებოდა ლექტორების უმიზეზო განთავისუფლებები განსხვავებული ხედვებისა თუ მოსაზრებების გამო. თვითმართველობაში ‘’მომუშავე’’ სტუდენტებს კი მუდმივად უხმობდათ პარტია,ხსნა ერისა... არსებული სიტუაცია არც დღეს შეცვლილა არსებითად. შეიცვალა ის,რომ სტუდენტების დიდ ნაწილს,აღარ ეშინიათ არსებული სისტემის გაკრიტიკების , ბევრად თამაბები არიან. თუმცა ღიმილისმოგვრით მახსენდება ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის და მათი ბელადი ლექტორების გამართული აქცია სახელწოდებით ‘’ უნივერსიტეტის ავტონომიის აღდენა’’. საკმაოდ დამაჯერებლად,გრაციოზულად,სევდიანი თვალებითა და ცოცხალი ჯაჭვით აკრიტიკებდნენ უნივერსიტეტის აქამდე არარსებული ავტონომიის აღდგენას,რომელიც მათი თქმით ‘’ქართულმა ოცნებამ ‘’ წაართვათ. მეგობრებო, თქვენია მომავალი.
თავად ‘’ქართულ ოცნებას’’ რაც შეეხება,აღსანიშნავია ის რომ, როგორც აიღეს ვებ-საიტიდან სტუდენტებისთვის მიცემული დაპირებები,ისევე როგორც სხვა ბევრი დაპირება, ისე აიღეს ხელი სტუდენტური პრობლემების მოგვარებაზე. იმ სტუდენტებისგან ,რომელთა დიდმა ნაწილმაც მათ დაუჭირათ მხარი. რატომ აღარ ფიქრობენ მათზე? რატომ არ ფიქრობენ განათლებაზე? რატომ არ ფიქრობენ იმაზე,რომ უნივერსიტეტების გადასახადები სრულიად არ შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას?! რატომ არ ფიქრობენ იმაზე,რომ ხშირ შემთხვევაში ლექტორზე მეტი თავად სტუდენტმა იცის?! ...
ახლა კი მინდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის ,ჩემი მეგობრის ისტორია გიამბოთ,რომელიც გალის რაიონიდანაა დევნილი. ის იხსენებს,თუ როგორი საფრთხისა და შიშის პირობებში სწავლობდა გალში სკოლაში. როგორ ხედავდა ჩალეწილი ფანჯრებიდან ახლომახლო მდგომ რუსის ჯარს. როგორ მალავდა მათი კლასში შემოსვლილას ქართულ წიგნებს, როგორი სევდიანი თვალებით უყურებდა ოკუპანტის მხარზე გადადებულ იარაღს. ყველა პრობლემის მიუხედავად მან მიიღო სკოლაში განათლება, ჩამოვიდა თბილისში სასწავლებლად და ჩააბარა სეუ-ში ჟურნალისტიკაზე, შემდგომ კი გადმოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესზე. სახელმწიფო უხდიდა გრანტს,რომელიც ეკუთნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულს... თუმცა რა მოხდა დღეს?! განათლების სამინისტროდან უნივერსიტეტში მივიდა წმინდა წერილი, რომელიც მათ აუწყებდათ რომ წელს ამ სტუდენტს აღარ დააფინანსებდნენ. რომ საბანკო ფაკულტეტს წელს ეს გრანტი არ შეეხებოდა. თუმცა ფაქტია,რომ სამინისტროს სოციალური გრანტი და სახელმწიფო გრანტი ერთმანეთში აერია. სოციალური გრანტის შემთხვევაში ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ამის შესახებ განუმარტა მინისტრმაც სტუდენტს, მაგრამ სადაა შედეგი? მას მერე ოთხი თვე გავიდა, მაგრამ არაფერი... ყველაფერთან ერთად სამინისტროში ერთ აზრზეც ვერ თანხმდებიან. ერთი ოპერატორი ამაყი ტონით იძახის ‘’გაუქმებული გრანტის აღდგენა ვის გაუგია?! სამწუხაროა’’... მეორე გეუბნება ‘’ეს გრანტი აღდგება, დრო ჭირდება...დაელოდეთ“
ამ დროს კი ამ სტუდენტს უნივერსიტეტი ეუბნება,რომ უნდა შემოიტანოს ამ ერთი კვირის განმავლობაში 3800 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიცხული იქნება უნივერსიტეტიდან... სტუდენტის ოჯახი იღებს სესხს და გაჭირვებით იხდის არსებულ თანხას,რათა შვილს განათლება მისცეს... სახელმწიფოსთან ერთად რას შვება ამ დროს უნივერსიტეტი? სად არის სოლიდარობისა და თანადგომის ჯაჭვი ?! სად არის ახლადარჩეული,უალტერნატივო რექტორი,რომელსაც წინა რექტორის მსგავსად სახეზე დასთამაშებს სიკეთე და სტუდენტებისადმი თანადგომა?!
ამის მერე განა უკვირს ვინმეს კედლებზე წითელი საღებავით მიხატული წარწერა ‘’ძირს კაპიტალიზმი“, ‘’ძალაუფლება მუშებს !’’ ?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG