Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ყირიმელ თათრებს მოუსმინა


გაეროს უშიშროების საბჭომ გამართა არაოფიციალური სხდომა ყირიმის საკითხზე. სხდომაში მონაწილეობდა ყირიმელი თათრების უმცირესობაც, მათ შორის - თათრების ლიდერი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი მუსტაფა ჯამილევი. უშიშროების საბჭოს არაოფიციალური სხდომა ლიტვის მიერ იყო ორგანიზებული. გაეროში ლიტვის ელჩის მოადგილემ რიტა კაზრაგიენმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს პირველად მიეცა შესაძლებლობა ყირიმელი თათრებისგან მიეღო ინფორმაცია რეგიონში მედიის მიკერძოებულობისა და უმცირესობათა უფლებების მდგომარეობის შესახებ. უშიშროების საბჭოს ამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთმა. გაეროში რუსეთის მისიამ განაცხადა, რომ ორშაბათის შეხვედრა გამიზნული იყო არა რეგიონში არსებული ობიექტური რეალობის გაანალიზების, არამედ „მიკერძოებული პროპაგანდისტული შოუს მოწყობისთვის“. ლიტვის ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ბევრი წევრი ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ თვლის და არ აღიარებს რეგიონის ანექსიას.
XS
SM
MD
LG