Accessibility links

პოლიციამ დააკავა კიევის ცენტრში სროლაში ეჭვმიტანილი


უკრაინის პოლიციამ დააკავა კიევის ცენტრში სროლაში ეჭვმიტანილი პირი. ორშაბათს ღამით სროლის შედეგად დაიჭრა სამი პირი, მათ შორის - კიევის მერიის მაღალჩინოსანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის ნაციონალისტური "მემარჯვენე სექტორის" წევრია. ინციდენტი მოხდა დამოუკიდებლობის მოედნიდან დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით. დამოუკიდებლობის მოედანზე განლაგებულ კარვებში კვლავაც რჩება ასეულობით ადამიანი. თვითმხილველების თანახმად, ეჭვმიტანილის დაკავებამდე პოლიცია ახლომდებარე სასტუმროსთან იყო გამაგრებული, რადგან, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ ეჭვმიტანილმა იქ შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG