Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში უკრაინაზე იმსჯელებენ


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინაზე იმსჯელებენ. ნატოს ამ ფორმატის შეხვედრა პირველად ტარდება ბრიუსელში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის რეგიონის სამხედრო ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. ნატომ გამორიცხა უკრაინაში სამხედრო ჩარევა, თუმცა, იზრუნა ალიანსის აღმოსავლეთევროპელი წევრების, განსაკუთრებით - ბალტიისპირა ქვეყნების გაძლიერებაზე, სადაც აშშ-მა გაგზავნა დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები რეგულარული პატრულირებისთვის. დიპლომატები აცხადებენ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათის შეკრებაზე განიხილავენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და იქ მუდმივად განთავსებისთვის ნატოს დამატებითი ძალების გაგზავნის საკითხებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი დეშჩიციასთან შეხვედრისას, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მას, სავარაუდოდ, შეთავაზებენ დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ამაღლებაში. ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები გადახედავენ ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საკითხს.
XS
SM
MD
LG