Accessibility links

logo-print

დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში ჩაერთნენ ჩინეთისა და აშშ-ს თვითმფრინავები


ავსტრალიის დასავლეთში მდებარე ქალაქ პერთის აეროპორტიდან სამშაბათს ჩინეთისა და აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ იმისათვის, რომ შეუერთდნენ „მალაიზიის ავიახაზების“ დაკარგული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებს. ამერიკისა და ჩინეთის თვითმფრინავები კიდევ რვა თვითმფრინავთან და 9 გემის ეკიპაჟთან ერთად ინდოეთის ოკეანეში, პერთიდან 2000 კილომეტრის დაშორებით გააგრძელებენ დაკარგული „ბოინგ 777“-ს ძებნას. თვითმფრინავი 8 მარტს გაუჩინარდა რადარებიდან. მასში 239 ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG