Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭეშმარიტი პროვინციალიზმის ბრწყინვალება და სიღატაკე (ნაწილი 1)


ავტორი: გუჯა ბიძია

თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ატეხილმა პოლემიკამ აგღერღაო შენც სალაპარაკოდ, გუჯა ბიძიაო -იტყვით.
ამანაც და არა მარტო ამან..
ისე, ახალს არაფერს ვამბობ ალბათ, ეგ ჩვენც ვიცოდითო -იტყვით, ვიცი რომ იცოდით, და შემოგავიწყდათ...
გახსენებთ უბრალოდ.
«pro-vincia»..pro(ამა სახელით)- vincere (არის ძალაუფლება, ზედ).
სიტყვა, "პროვინცია" , ძველ რომში, ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამორჩილებულ, აპენინის ნახევარკუნძულის გარეთ მყოფ ტერიტორიებს გულისხმობდა..
ამ სიტყვაში მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიულ დანაყოფებს მოიაზრებოდა , და მაშინ ამ ტერიტორიებზე დასახლებული ერების კულტურაზე სრულიად საღი და ობიექტური შეფასებების მიცემა შეეძლოთ..და უმეტეს წილად არანეგატიური, არამედ აღმატებული..
ჰო.. იმ დროისათვის კუნთმაგარ, მხოლოდ ფორმაზე და არა სულიერებაზე მაფიქრალ ძუ მგლის ნაშიერებს რომის სახელმწიფოზე მეტი უძველესი და მაღალი კულტურის მატარებელი ერები ემორჩილებოდნენ და ისიც პერიოდულად.. ძველეგვიპტელები, ძველბერძნები ,თავის მხრივ, მინოსური ცივილიზაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფები თუ თუნდაც შუამდინარეთის ქვეყნების ერები..შუმერები,ასურელები ხეთები.. ქართული ტომები,
ჰო.. სწორედ ამ ერების კულტურათა შეთვისებით და შესისხლხორცებით დადგა უკვე მერე, საუკუნეების მერე, მე- 17-ე საუკუნეში აღორძინების და რენესანსის ეპოქა ძველი რომაელთა შთამომავლებისთვის, როცა იმპერია უკვე აღარ არსებობდა..
მაშინ როცა ძალა და ფორმა, ამ ძალის გამომხატველი აღარ იყო,მათ მემკვიდრეებს სულიერ განვითარებაზე ფიქრის საშუალება მეტი მიეცათ..
მგლის შვილებმა კი მოახერხეს ეს ,აი თანამედროვე ცივილიზებულ და ვითომ ცივილიზებულ ქვეყნების, დიდი თუ პატარა იმპერიების ნამსხვრებებზე აღმოცენებული ქვეყნების საზოგადოებებმა, სულ სხვა რამ მოახერხეს და სიტყვა "პროვინცია" -ს მეორე მისგან წარმოებული სიტყვა "პროვინციელი" მიაწებეს და აშკარა ნეგატიური დატვირთვით..
ეხლაც..21 საუკუნეშიც შენარჩუნდა სხვადასხვა სახით იმპერიები..იმპერიული მენტალობაც შენარჩუნდა მახინჯი ფორმით და დღეს , არა მარტო ცენტრალიზებული ხელისუფლების ნიშნის მატარებელ ქვეყანა და მისი ხელისუფალნი განიხილავენ , ისტორიულად, თუ მერე უკვე დაკანონებულ გეოგრაფიულ დანამატებს ამ მენტალობით , არამედ სახელმწიფოს შიგნითაც ,საზოგადოებაში დამკვიდრებულია ის შეხედულება, რომ ტერიტორია კი არადა, ქალაქებიც კი, რაიონებიც კი...ადგილებიც კი და კვადრატული მეტრებიც კი, სადაც სახელისუფლებო, თუ საგანმანათლო, თუ სამრეწველო ცენტრებია თავმოყრილი -ავტომატურად აძლევს ადამიანებს რაღაც პრივილეგიებს , უმაღლებს ზნეობას, ღირსებას, განათლებას,ზრდილობას, გვარიშვილობას, . იქ შემთხვევით თუ არაშემთხვევით დასახლებულ მოსახლეობას ანსხვავებს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც ამ ადგილებიდან ათეული,ასეული თუ ათასეული კილომეტრებით არიან დაშორებულნი..
კინოფილმ "მიმინოდან" გახსოვთ? ფრუნზიკა რომ ეუბნება ვალიკოს, რომ გაიგებს რომ "ლიოტჩიკია" ვალიკო, -"გაგიმართლაო, რამდენი ცნობილი ადამიანი და დიდი კაცი გეყოლებაო ახლოდან ნახული."
კი, ქართული გამოთქმაა - ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, მაგრამ, არა მგონია, თბილისში დიდ ივანე ჯავახიშვილთან ერთად ,ერთ სადარბაზოში მცხოვრებ, ღვინის ქარხნის ყარაულს, თბილისის გაბოლშევიკების მერე რომ დასვეს ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე, რამე შემატებოდა, პატივმოყვარეობის გარდა და იმ სურვილის გარდა ძალაუფლებით, ქონებით და ფულით დაეკომპესირებინა თავისი პატარკაცობა..
აბა ფულით, თანამდებობით ,ან იმ ქოხით, ერთხელ რომ ჩადგა მათმა წინაპარმა , თბილისში, გორგასლის დროს აბანოებთან, ან გვარით და წარმომავლობი, საუკუნეების წინ , ალბათ ღირსეულად რომ აღაზევეს მათი წინაპარი ,და ეხლა რომ ინდულგენციად ხმარობს მათი შთამომავალი , ხომ უნდა შენიღბონ რომ "სულით მალიარები არიან, ბიჭო!"
21 -ე საუკუნემ მაინც მოიტანა ასე ვთქვათ "პროგრესი" , კომუნიკაციებით და ტექნოლოგიებით, და მცნებები "ცენტრავოი" და "პროვინციელი" , ტერიტორიულ გაგებას ასე თუ ისე დაშორდა, არც ძალიან, მაგრამ მაინც და მათში სხვა დატვირთვა წამოვიდა წინ.
ეხლა ინდივიდების ერთმანეთისგან , ათასობით და ასი ათასობით კილომეტრობით დაშორება, დაყოფა-“ცენტრავოებად“ და პროვინციალებად- მათ მსოფლიომხდველობაში, სტერეოტიპებში, მორალში, ზნობაში არსებული გასხვავებით ხდება.
და ვისაც პროვიციელის იმპერატიული გაგება აქვს , იმათთვის რუსული გამოთქმის ,- я начальник ты дурак,ты начальник я дурак ,პერიფრაზას თუ მოვახდენთ ,ზოგმა "ელიტარულ სიტუეიშენზე" რაღაცით ფეხმოკიდებულემა, შეიძლება თქვას -"უკვე აქა ვარ და სხვაზე აღმატებულად მძალმძიგსო" ფიქრიც, აზროვნებაც, საქციელიც კი არა..ავადმყოფობაც განსაკუთრებული, გამორჩეული და სიკვდილიც ელიტარული მექნებაო..
ფიქრობენ ალბათ ასე ,ჯერ ჩუმად , რცხვენიათ ჯერ , გენეტიკურად კონსევრვატორებს, მერე აღარ, მერე ხმამაღლა, თავიანთი ქცევებით ამზეურებენ ამ ფიქრს.
და ერთმანეთის შეუძახებენ და ასქესებენ და ბაძავენ ერთმანეთს საშუალო სტატისტიკური ქართველები თავისნაირებს ,იქვე ახლოს რომ ცხოვრობენ თუ შორს, რომ აღარა აქვს უკვე მნიშვნელობა.

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG