Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ვერ ადასტურებს რუსეთის ჯარის გაყვანას უკრაინის საზღვრის არეალიდან


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს უკრაინის დასავლეთი საზღვრისპირა არეალიდან რუსეთის ჯარების გაყვანის დასტურს. “სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს ჯარი გაჰყავს. ამას ვერ ვხედავთ. და ჯარის თავმოყრა ვერ შეუწყობს ხელს ვითარების განმუხტვას, განმუხტვას, რომელიც ყველას გვსურს, ვიხილოთ“, განაცხადა რასმუსენმა და თქვა, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებზეც ნატო-რუსეთის პარტნიორობა აშენდა, და რომ ამის შემდეგ ურთიერთობა აღარ იქნება „ჩვეულებრივი თანამშრომლობა“. ეს რასმუსენმა განაცხადა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების უკრაინის შესახებ შეხვედრის წინ. ნატოს ეს შეხვედრა პირელია მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთმა ბოლო ხანს უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა დიდი რაოდენობის ჯარს, რითაც შეშფოთება გამოიწვია, რომ შეიძლება ყირიმის შემდეგ უკრაინის სხვა რეგიონები დაიკავოს. ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაჰყავს სასაზღვრო არელიდან ბატალიონი, რომელიც იქ წვრთნას გადიოდა.
XS
SM
MD
LG