Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Woody, როგორც ანტიდეპრესანტი!!


ავტორი: თამრო ბურჭულაძე

არასოდეს ვყოფილვარ ვუდი ალენის გულშემატკივარი, თუ როგორც ქვია. უფრო პირიქით, სულ იმას ვამბობდი, ამ გარყვნილი, ბებერი კაცის ფილმები, მომაბეზრებლი , მარაზმი და სისულელეა მეთქი. მოყოლებული „მატჩ პოინტიდან“, გაგრძელებული „შუაღამე პარიზამდე“ და ასე შემდეგ ...

ვიცი, ძალიან ბანალურია ეს თემა, დეპრესია, გადაღეჭილი და გაცვეთილი, ცოტა თავის მოსაწონებელი და ცოტა ვითომ „სხვანაირი“ ადამიანის იარლიყს რომ გაკრავს, თუ გგონია, რომ სხვისგან გამოგარჩევს... მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაავადება არსებობს და ვერსად გაექცევი, არსებობს მასთან ბრძოლის მილიონი მეთოდი, დაწყებული ტრადიციული მედიცინით (ფსიქიატრია), გაგრძელებული ჩინური აკუპუნქტურა თუ აკუპუნკტურა, აუტო ტრეინინგები, სპორტი და სხვა მრავალით. არ დავმალავ და ვიტყვი, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, შემოდგომა-ზამთრის მიწურულს, რაღაც უაზრო ფორიაქი, სევდა, უიმედობა და აპათია რომ იპყრობთ ხოლმე. ექიმიდან ექიმთან, რომ დარბის იმის იმედით, რომ ეტყვიან, სრულიად ჯანმრთელი ხარ და წადი სახლშიო, ხუთ წუთიან „ჯანმრთელ“ ბედნიერებას დიდი ეჭვი, რომ ცვლის, „უვიცი ექიმია“ „აშკარად შეცდა“, „გადავამოწმებ“ და ა.შ. თემა გამიგრძელდა, თანაც გოგოებისთვის დამახასიათებელი გაგრძელებით. იმას ვამბობდი, მეც იმ ხალხში ვარ, ეს ყველაფერი კარგად რომ აქვს გადაღეჭილი, მაგრამ მაინც რომ ვერაფერს ცვლის და ეს ყველაფერი ყოველ წელს რომ უმეორდება... თემას გავცდი, ესეც შფოთვა დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი, გატაცება ამ მარაზმით...ცოტა თავის მოწონებაც (ხო, ესეა) . იმას ვამბობდი, ყველა მეთოდი ნაცადი მაქვს და დიდად შედეგი ვერ დავინახე, ვივარჯიშე გაუჩერებლივ, ნამცხვრებიც ვაცხვე, წამლებიც ვყლაპე, თავში რაღაც წვრილ ნემსებსაც ვირჭობდი და ა.შ. მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი არის დაცდა. ბანალურია, მაგრამ ფაქტია „დრო ყველაფერს კურნავს“, მათ შორის ამ სულიერ დისკომფორტს, ხოდა ვიფიქრე, სანამ ასე ვარ, იქნებ რამით დავკავდე-მეთქი, არა, არა სპორტით, არა ჭრა-კერვით, არა არტ თუ ფსიქოთერაპიით (უარესია, უფრო და უფრო გითრევს მორევში), იქნებ სჯობს დავჯდე და უბრალოდ დროს მივცე დრო-თქო. წიგნს ვერ კითხულობ, ფიქრები გიშლის, ზარმაცი ვარ-სახლს ვერ დავალაგებ და ა.შ. დავიწყე ფილმების ყურება, უფრო სწორედ, თავისით დაიწყო, ჯერ კრიმინალურმა, განგსტერულმა ფილმებმა გამიტაცა, შემდეგ, თავისით გადავიდა ვუდი ალენზე (ჟანრობრივად რა შუაშია!!) ვუყურე ერთ, ორს და მივხვდი, მოვიწამლე, მოვიწამლე, მისი იუმორით, რომელიც განსხვავებულია იმ იუმორისგან, რასაც დღეს ჰოლივუდი გვთავაზობს, მოვიწამლე მისი თვითირონიით, მოვიწამლე რადიკალურად განსხვავებულ ფილმებში, მისი ერთი და იგივე პერსონაჟით, იპოქონდრიული, ისტერიული ვუდი ალენით.
ვუყურებდი ფილმებს და ვხედავდი ჩემს თავს, ჩემს შიშებს, ჩემს კომპლექსებს, აკვიატებებს. ვხედავდი იმას, რასაც ასე ძალიან ვმალავდი ხალხისგან. ვხედავდი და მომწონდა , რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც კაცი, რომელიც მსოფლიომ აღიარა. ვხედავდი ჩემს შიშებს გვერდიდან და მეცინებოდა, მეცინებოდა იმაზე, რაც ორი წუთის წინ გულს მიჩქარებდა, თავს მატკივებდა, სადღაც უსასრულო უიმედობაში მაგდებდა თუ სხვა მრავალი. გვერდიდან ვხედავდი თავისთავად და ბუნებრივად, ყველანაირი ძალადობის გარეშე საკუთარ თავზე. დავინახე, რა სასაცილოა ეს ყველაფერი, რამდენად სუბიექტურია ყველაფრის აღქმა. დავინახე, რომ ის რაც ჩემთვის სამყაროს დასასრულია, მაყურებლისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელზეც შეიძლება გულიანად იცინო, ან არ იცინო, უბრალოდ ამისგან ტრაგედია არ შექმნა.
ფილმები დავასრულე, ამოიწურა... ამასობაში დროც გავიდა და ყველაფერი დალაგდა, არავინ იცის როდემდე, მაგრამ ფაქტია ხანდახან სჯობს, შენს თავს გვერდიდან შეხედო, ეს რთულია, ჩემთვის შეუძლებელი... შეხედო რეალობას, როგორიც არის და არა ისეთს, როგორსაც ხედავ.. . . უფრო მარტივია , ფილმი ჩართო, ჩაი დაისხა და მოემზადო კინოჩევნებისათვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG