Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი


თბილისში იმყოფება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერის საკითხზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური ოჯახის წევრობაა. პრემიერ-მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს. ღარიბაშვილმა ლიდინგტონს მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG