Accessibility links

დავით უსუფაშვილმა აღმაშფოთებელი უწოდა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს


დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამოსაძიებლად მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული და საქმე პირად კონტროლზე აქვს აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან ნუგზარ წიკლაურის ცემას აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა. უსუფაშვილის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე თავს ყოველთვის მშვიდად უნდა გრძნობდეს, თუმცა პარლამენტის წევრის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედება კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბია. დავით უსუფაშვილის განცხადებითვე, საქმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG