Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან 150 ათასი ადამიანი დაიხოცა


ბრიტანეთიდან მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიაში 2011 წლის მარტში კონფლიქტის დაწყებიდან ამ ქვეყნის დაპირისპირებული ძალების დანაკარგი 150 ათასს უდრის. ორგანიზაციის თქმით, მათ შორის, რვა ათასი ბავშვია. მის თანახმად, მთავრობის მომხრეთა შორის მსხვერპლი 58 ათასს აღწევს, ხოლო ოპოზიციის რიგებში, 38 ათასს. ამავე ცნობით, ლიბანის ჰეზბოლას დახოცილ მებრძოლთა რიცხვი 364-ია.
XS
SM
MD
LG