Accessibility links

თეირანის ამერიკის საელჩოში ყოფილი მძევლები პროტესტს გამოთქვამენ გაეროს ელჩის კანდიდატურის გამო


თეირანში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ირანელებს მძევლებად ჰყავდათ აყვანილი, მოუწოდებენ აშშ-ის ხელისუფლებას უარი უთხრან ვიზაზე გაეროში ირანის ახალ ელჩს, რომელიც იმ რადიკალურად განწყობილი სტუდენტების ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც 1979 წელს თეირანის აშშ-ის საელჩო დაიკავეს. საელჩოს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ჰამიდ აბუთალების არ უნდა მიეცეს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რადგან ის იმამის ხაზის მიმდევარი სტუდენტებს მიეკუთვნებოდა. აბუთალები ადრე ირანის ელჩად მუშაობდა ავსტრალიაში, ბელგიაში, ასევე იტალიასა და ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG