Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეგორიული რეალიზმი


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

ძალიან ხშირად, ყველაფერი იქიდან იწყება, სადაც ვფიქრობთ რომ დამთავრდა. ჩვენც არ დავარღვიოთ დაკვირვებისა და ბევრი ფიქრის შედეგად ტვინის უჯერედებში შედედებულ ჭეშმარიტებათა საფუძვლები და დავიწყოთ: ,,ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა’’
ვიდრე სამყაროში ,,იქნებოდა სიტყვა’’, ვიდრე ღმერთი თავის შემოქმედებას შეხედავდა და გაიფიქრებდა - ,, აჰა, კარგია ძლიერ’’ (დაბ. 1;31), მანამ, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, არსებობდა სახელმწიფო სახელად უსამართლოეთი, რომელსაც მართავდა უსამართლო მეფე. სახელმწიფოზე ზედაპირული დაკვირვებაც კი მიგახვედრებდათ, რომ ხალხის კულტურულ ღირებულებებსა და ფასეულობებში დიდ ისტორიულ გამოცდილებას მოეყარა თავი. უსამართლო მმართველობით გამოწვეულმა ფიქრებმა, ხალხი ერთი დროშის ქვეშ გააერთიანა და უსამართლო მეფე უსამართლო მეფით ჩანაცვლდა. გასაკვირი არაფერია, არც გასაღიმი და მითუმეტეს გასაცინი. კლასობრივი დიფერენციაცია და დიდ უფლებიან უუფლებოთა არსებობა მზის ამოსვლისას იწყებოდა და ჩასვლისას მთავრდებოდა, ოღონდ, მეორე დღეს კვლავ ენაცვლებოდა ..ნათელი ბნელს’’. ხელისუფლების დაწინაურებული ელიტა უუფლებო მასემის მიღმა, დიდი ბარიერებისა და მოჩუქურთმებული თაღების ქვეშ ნადიმებს მართავდა, თუმცა გულის გულში, დრო და დრო, ყველა თავის თავს ეკითხებოდა, თუ რა იყო აღსანიშნი და სადღესასწაულო. ხალხი კი იდგა, სიძულვილმა ფესვები სულში გაიდგა, იმედი დამიწდა, ღიმილი განივთდა და ასე, რითმულად, საათის მექანიზმებით აწყობილი საზოგადოება ამგვარი მწყობრი რითმებივით ,,ბედნიერობდნენ’’ და ,,ჰარმონიულობდნენ’’.
ძალიან ხშირად, ყველაფერი იქიდან იწყება, სადაც ვფიქრობთ რომ დამთავრდა. მიუხედავად იმისა,რომ ისტორიის ბოლოს დასმული წერტილი დასასრულის მანიშნებელია, ვიმედოვნოთ, რომ უსამართლოეთის მომავალი ასე არ დამთავრდება. ჰო, იმაზე კი ერთად ვიფიქროთ, ამ ქვეყნის შემყურე ჭირი იქითაა თუ აქეთ და ლხინი მართლა ჩვენთანაა თუ კარგა ხნის წინათ გამოიხურა ქვეყნის საზღვრები და შორეულ ქიმერათა ოდისეაში გაემგზავრა.

პ.ს. ჭირი იქა,ლხინი აქა
ქატო იქა,ფქვილიც იქა.
აბა,ჩვენ,ქართველთ,ვინ მოგვცა იმის ბედნიერება,რომ ფქვილი აქ გვქონდეს?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG