Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტთა დასაშლელად


თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი დემონსტრანტთა დასაშლელად. დემონსტრანტები ხელისუფლებას არჩევნების დროს დარღვევებში ადანაშაულებენ. სამშაბათის საპროტესტო გამოსვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოჰყვა მმართველი პარტიის განცხადებას , რომ გაიმარჯვა ანკარასა და სტამბოლში. პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ თაიფ ერდოანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა უდიდეს ქალაქებში. ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია, რომელიც მცირედ ჩამორჩა გამარჯვებულს ანკარის მერობისთვის პაექრობაში, აცხადებს, რომ აპირებს ზოგიერთი შედეგის გასაჩივრებას. ადგილობრივი არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, მაგრამ თურქეთის მედიის მიერ გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 44 პროცენტი მიიმხრო მთელ ქვეყანაში და აჯობა ოპოზიციას, მიუხედავად ამ პარტიასთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალისა.
XS
SM
MD
LG