Accessibility links

ნატო რუსეთთან სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობას წყვეტს


ნატო აცხადებს, რომ წყვეტს სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ ფორმას რუსეთთან, უკრაინის ყირიმის რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირების პასუხად. ეს გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღეს, ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. თუმცა, მინისტრების განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგი. ნატოს მინისტრებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან. ალიანსის განცხადებით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურებენ თანამშრობლობას და ხელს შეუწყობენ რეფორმებს უკრაინის თავდაცვის სისტემაში, წვრთნის და სხვა პროგრამების მეშვეობით. ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვიდა განცხადებით, რომ უკრაინაში კრიზისი ქმნის ევროპაში „ახალი გამყოფი ხაზების“ გაჩენის საფრთხეს. რასმუსენის თქმით, მას არ უნახავს გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულება - რომ თითქოს უკრაინის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან უკან გაიყვანეს რუსეთის სამხედროები.
XS
SM
MD
LG