Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება მუსლიმთა საძმოს გარშემო


ბრიტანეთის ხელისუფლება იწყებს გამოძიებას მუსლიმთა საძმოს გარშემო იმის დასადგენად, ხომ არ უკავშირდება ამ ჯგუფის მოქმედებები ბრიტანეთში ტერორისტულ ძალადობას. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა სამშაბათს განაცხადა, ბრიტანეთს სურს დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ჯგუფს კავშირი „ექსტრემიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან“ და რამდენად ფართოა მისი მოქმედებები ბრიტანეთშიო. ახლახან გავრცელებული ინფორმაცია მოიცავდა ვარაუდებს, რომ საძმო ბრიტანეთს იყენებს ბაზად ექსტრემისტული ქმედებებისთვის, მას შემდეგ, რაც ჯგუფი ეგვიპტეში აიკრძალა. ოფიციალური ცნობით, გამოძიებას აწარმოებენ ბრიტანეთის საშინაო და საგარეო სადაზვერვო უწყებების მუშაკები. არის ვარაუდი, რომ გამოძიების შედეგად შესაძლოა საძმო ბრიტანეთმაც აკრძალოს. ახლახან მუსლიმთა საძმო აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში. თავად საძმო აცხადებს, რომ ის მშვიდობიან ორგანიზაციას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG