Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი: საქართველო რეგიონში სანიმუშო ქვეყანა შეიძლება იყოს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველო „რეგიონში სანიმუშო ქვეყანა“ შეიძლება გახდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გავრცელებისა და რეალური რეფორმების თანამიმდევრული განხორციელების თვალსაზრისით. რასმუსენმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას. „საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია უსაფრთხოების ექსპორტი. თქვენ ხართ ნატოს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. თქვენ ვალდებულება იკისრეთ, წვლილი შეიტანოთ ნატოს მიერ ავღანეთისათვის შემუშავებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და ჩვენ მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მონაწილეობით. ალიანსის გენერალურმა მდივანმა „ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი“ უწოდა საქართველოს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG