Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინასთან შავი ზღვის ფლოტზე შეთანხმების გაუქმების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უქმდება უკრაინასთან შეთანხმება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, პუტინმა დოკუმენტს ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც ის წინა დღეებში დაამტკიცა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ. საქმე ეხება 1997 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას შავი ზღვის ყოფილი საბჭოთა ფლოტის რუსეთსა და უკრაინას შორის განაწილების და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში დარჩენის პირობებზე. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი გასულ თვეში გამოვიდა უკრაინასთან შეთანხმების გაუქმებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG