Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ ჩასვლას


საქართველოს მოქალაქეები, ყველაზე გვიან, 2016 წლის დასაწყისიდან შეძლებენ ევროკავშირში, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა. მისი ვარაუდით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ფაზა დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს, ხოლო მეორე ფაზა - 2015 წლის რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე. ალექსი პეტრიაშვილის თანახმად, უვიზო მიმოსვლა გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
XS
SM
MD
LG