Accessibility links

logo-print

ჯონ კერი რუსეთს აკრიტიკებს უკრაინისათვის გაზის გაძვირების გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთს აკრიტიკებს უკრაინასთვის გაზის გაძვირების გამო. კერი გამოთქვამს რწმენას, რომ ენერგომომარაგება არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრისას, კერიმ თქვა, რომ სათანადო ენერგომომარაგება „კრიტიკული“ მნიშვნელობისაა ევროპის და შეერთებული შტატების ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრი შეეხო ვითარებას უკრაინაში და აღნიშნა, რომ დაწყებულია სამუშაო გაზით უკრაინის პოლონეთიდან და უნგრეთიდან მოსამარაგებლად და მომარაგების ახალი, სლოვაკეთზე გამავალი მარშრუტის ასამოქმედებლად. კერიმ ახსენა „სამხრეთის დერეფნის“ როლიც - აზერბაიჯანის გაზის ევროპისთვის მიწოდების პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG