Accessibility links

logo-print

ქაბულში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი


ქაბულში, სულ ცოტა, ოთხი პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის კორესპონდენტებს უთხრა, რომ პოლიციელები დაიღუპნენ სამინისტროს შესასვლელში მოწყობილი აფეთქების შედეგად. სამინისტრო უფრო ადრე გავრცელებულ განცხადებაში იუწყებოდა, რომ თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა ეცვათ. აფეთქებები წინ უსწრებს 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებს. თალიბანი მათი ჩაშლით იმუქრება.
XS
SM
MD
LG