Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩმა „ტრაგედია“ უწოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას


უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი „ტრაგედიად“ მიიჩნევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ინტერნეტ-ტელევიზია „დოჟდთან“ ინტერვიუში, იანუკოვიჩმა დღეს თქვა, რომ ვერ დაეთანხმება უკრაინისაგან ყირიმის ჩამოშორებას და თვითონ იანუკოვიჩი, ძალაუფლება რომ ჰქონოდა, ყველა ზომას მიმართავდა, რათა არ დაეშვა მოსკოვის მიერ რეგიონის ანექსია. ინტერვიუში იანუკოვიჩმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაიყოლიებს მოლაპარაკებაზე ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების პირობების დასადგენად.
XS
SM
MD
LG