Accessibility links

logo-print
ამასწინათ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ნაწილია პროექტისა - „საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა“. აღმოჩნდა, რომ საქართველოს სკოლებში მასწავლებელი სრულიად დასაშვებად მიიჩნევს მართლმადიდებლობის პროპაგანდას და ასეთი სახის პროპაგანდის მიმართ პროტესტს, როგორც წესი, არც მშობლები გამოხატავენ. არის თუ არა ეს კანონის დარღვევა? ირღვევა თუ არა ამ დროს ბავშვის უფლებები? - ამ კითხვებით მიმართა გიორგი გვახარიამ დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის მონაწილეებს - იურისტ ვახუშტი მენაბდეს და ფსიქოლოგ მაია გედევანიშვილს.
XS
SM
MD
LG