Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენის აზრით, „ისტორიული შეცდომა“ იქნებოდა უკრაინაში რუსეთის მორიგი ინტერვენცია


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, „ისტორიული შეცდომა“ იქნებოდა უკრაინაში რუსეთის მორიგი ინტერვენცია, ყირიმის ანექსიის შემდეგ. რასმუსენმა აღნიშნა ასევე, რომ კვლავაც „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრა. რასმუსენმა ამ საკითხზე ისაუბრა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ6 ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშაბათს მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან ყველა სახის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე, ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის გაუზიარა შეშფოთება ნატოს გადაწყვეტილებებით. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ნატოს განცხადებები ჰგავს „ცივი ომის პერიოდის სიტყვიერ დაპირისპირებებს“.
XS
SM
MD
LG