Accessibility links

logo-print
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო, საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით 2 აპრილის სხდომაზე განიხილა. მანამდეც მწვავე კამათის საგანი, - სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევის პერსპექტივა - რაც დეპუტატ როლანდ ახალაიას სახელს უკავშირდება, საპარლამენტო ოპოზიციის თვალთახედვით, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინებაა. საპარლამენტო უმრავლესობა კი, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას კონსტიტუციის მოთხოვნათა პატივისცემით ხსნის. ამ პოზიციას არ იზიარებენ არასამთავრობო სექტორში.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, ”პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს”.
კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს იმუნიტეტი არ გააჩნია პარლამენტის წევრს, ანუ პარლამენტარის პასუხისგებაში მიცემისთვის არ არის საჭირო პარლამენტის თანხმობა... რა ვქნათ ახლა?!

სწორედ კონსტიტუციის ამ მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს და ამიტომ საკამათო კანონპროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნეს დებულებები, რომელთა მიხედვითაც დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა ვერ დაიწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

საკამათო საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 მარტს მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმე შეეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში მის მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

პირველი მოსმენისთვის კანონპროექტი პარლამენტს 2 აპრილის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ წარუდგინა. მისი თქმით, დეპუტატის იმუნიტეტის საკითხი ამ კონტექსტში მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით განისაზღვრება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს აამოქმედა ანტიკონსტიტუციური ნორმა, სწორედ ამ ვითარების გამოსწორებას ცდილობს დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა:

”კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს იმუნიტეტი არ გააჩნია პარლამენტის წევრს, ანუ პარლამენტარის პასუხისგებაში მიცემისთვის არ არის საჭირო პარლამენტის თანხმობა... რა ვქნათ ახლა?! - გეკითხებით პარლამენტის წევრებს. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს პარლამენტმა და თქვას: კონსტიტუცია აღარ ითვალისწინებს, 2004 წლის ცვლილებებით, მაგრამ ჩვენ ახლა ვიღაცამ პოლიტიკური რაღაც არ დაგვწამოს და მოდით ახლა არაკონსტიტუციურად განვიხილოთ ეს საკითხი?”
რატომ მოიგონეს იმუნიტეტი? მოიგონეს იმიტომ, რომ ხანდახან ცუდ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ხოლმე ცდუნება, რომ აკონტროლოს საკანონმდებლო ორგანო, აქვს ცდუნება, რომ დააშანტაჟოს პარლამენტი...

ოპონენტთა პოლიტიკური დევნის ბრალდება დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მრავალჯერ და მრავალი სახით გაისმა 2 აპრილის სხდომაზე. დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის მსგავსად, მისმა არაერთმა თანაგუნდელმა აღნიშნა, რომ როლანდ ახალაიას გარდა, შესაძლოა ხელისუფლება პასუხისგებაში მიცემას სხვა არაერთ ოპოზიციონერ დეპუტს უპირებს და ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც მას სწორედ ამისთვის სჭირდება. თუმცა, როგორც დეპუტატი პავლე კუბლაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა ეს ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობასაც დახვდეს წინ:

”რატომ მოიგონეს იმუნიტეტი? მოიგონეს იმიტომ, რომ ხანდახან ცუდ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ხოლმე ცდუნება, რომ აკონტროლოს საკანონმდებლო ორგანო, აქვს ცდუნება, რომ დააშანტაჟოს პარლამენტი. მართალი იყო, აქ ითქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ უმცირესობის დეპუტატებზე, ეს შეიძლება, პირველ რიგში, უმრავლესობის დეპუტატებზე განხორციელდეს - მიიღოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მას სჭირდება”.

უმცირესობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ ისუსტებს თავს. დეპუტატმა გამოხატა მზადყოფნა, რომ თავად მისცეს ხმა როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემას, ოღონდ კი პარლამენტმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგას. თუმცა ამის შემდეგ აკაკი ბობოხიძემ, ჩათვალა რა რომ ”ძალიან ცუდად გამოუვიდა”, განმარტა, რომ მხოლოდ როლანდ ახალაია არ უნდა იყოს ”ზვარაკი” და რომ ის მზად არის ასევე მოიქცეს ”ნებისმიერ თანამებრძოლთან” დაკავშირებით, საკუთარი თავის ჩათვლით.

როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემა იდე ფიქსი არ არის და ეს შემთხვევა მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პარლამენტს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე ეფიქრა - არაერთხელ განმარტა შალვა შავგულიძემ, რომელსაც 2 აპრილს, დღის განმავლობაში, უამრავ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად დეპუტატმა თქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ბოლო საკომიტეტო განხილვაზე აღარ დაუსვამს კრიტიკული შეკითხვები, რითიც მიანიშნა, რომ ორგანიზაცია კანონპროექტის შინაარსს უწინდებურად აღარ ეწინააღმდეგება. თუმცა, როგორც საიას საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ აღნიშნა თათული თოდუა

თათული თოდუა

ჩვენთან საუბრისას, საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვები ორგანიზაციამ იმიტომ აღარ დასვა, რომ მისთვის ნათელი იყო ყველაფერი და მათ შორის ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ შეიცვლიდა. უცვლელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციაც:

”პირველი, იმიტომ რომ ვფიქრობთ, პარლამენტის წევრს, რასაკვირველია, გარკვეული იმუნიტეტი უნდა გააჩნდეს და ის არ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან; და მეორე, იმიტომ რომ წარმოდგენილი არგუმენტაცია იყო სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი. ის, რომ კონსტიტუცია დუმს რაღაც საკითხზე და კანონის დონეზე ხდება დამატებითი დამცავი მექანიზმების შემოტანა, ეს არ ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა”.

თათული თოდუა თვლის, რომ იმუნიტეტი პარლამენტის წევრს აძლევს მეტ თავისუფლებას - გამოთქვას აზრი და ”ვინმეს გაბრაზების შემთხვევაში არ გახდეს რაიმე მანიპულაციის მსხვერპლი”. საია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი არ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG