Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყოფილი პრემიერი დააბრუნა მთავრობის მეთაურად


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყოფილი პრემიერი კარიმ მასიმოვი დააბრუნა მთავრობის მეთაურის პოსტზე. ოთხშაბათს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან სერიკ ახმეტოვის გადადგომის შესახებ. ახმეტოვს არ დაუსახელებია გადადგომის მიზეზი. კარიმ მასიმოვის კანდიდატურა მალევე დაამტკიცა ყაზახეთის პარლამენტმა. 49 წლის მასიმოვი ცხრა წელი ხელმძღვანელობდა მთავრობას, ვიდრე 2012 წელს გადადგებოდა და სათავეში ჩაუდგებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
XS
SM
MD
LG