Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი


ქაბულში, სულ ცოტა, ექვსი პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეეთქებაზე, რომელიც ავღანეთში წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მოეწყო. ავღანეთში 5 აპრილს იმართება საპრეზიდენტო და მუნიციპალური არჩევნები. თალიბანი მათი ჩაშლით იმუქრება. ოთხშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა თალიბებმა მოკლეს ცხრა ადამიანი, რომელიც მანამდე მოიტაცეს ჩრდილოეთში მდებარე სარ-ე პოლის პროვინციაში. მოკლულებს შორის არის პროვინციის საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG