Accessibility links

logo-print

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა


საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა - მსახიობი ასმათ ტყაბლაძე. ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა „სამთავრობო საჯირითო ზონა, არამედ ჭეშმარიტად სახალხო დედაქალაქი". თავად ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება სოციალური მდგომარეობის გამოსწორება.
XS
SM
MD
LG