Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს აფრთხილებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთი დაუშვებს „ისტორიულ შეცდომას“, თუკი ყირიმის ანექსიის შემდეგ გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციას. რასმუსენის თანახმად, „ღრმა შეშფოთების“ საგნად რჩება უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ოთხშაბათს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში ილაპარაკა. სამშაბათს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთთან ყველა სახის პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერონ.
XS
SM
MD
LG