Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია გაეროში ირანის მომავალი წარმომადგენლის კანდიდატურის გამო


აშშ-მა განაცხადა, რომ გაეროში ირანის ახალ წარგზავნილად ჰამიდ აბუთალების დანიშვნის ალბათობა „უკიდურეს შეშფოთებას“ იწვევს. ვაშინგტონს ჯერ არ დაუმტკიცებია აბუთალებისთვის სავიზო აკრძალვა. მას ბრალად ედება 1979 წელს ირანში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ამერიკელი დიპლომატების მძევლად აყვანაში მონაწილეობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა ოთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია ირანის მთავრობის მიერ გაეროში დიპლომატიურ პოსტზე აბუთალების შესაძლო დასახელების გამო. აბუთალები ვეტერანი დიპლომატია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა ირანის საელჩოებში სხვადასხვა ქვეყანაში. ის აცხადებს, რომ 1979 წლის თავდასხმისას ის მხოლოდ თარჯიმნობას უწევდა თავდამსხმელებს.
XS
SM
MD
LG