Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში გამეორდა ძლიერი მიწისძვრა


ჩილეს ჩრდილოეთში ძლიერი მიწისძვრა გამეორდა. ამჯერად მიწისძვრის სიძლიეირე - 7,8 მაგნიტუდი იყო. ერთი დღით ადრე იგივე არეალში 8,2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ოთხშაბათს ჩილესა და პერუში კიდევ ერთხელ გავრცელდა ცუნამიზე გაფრთხილება და ათასობით ადამიანს მოუწოდეს სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიების დატოვებისკენ. ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი ევაკუირებულია სასტუმროს შენობიდან ქალაქ არიკაში, სადაც ის მიწისძვრის შედეგებს აფასებდა. ჩილეში სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2600 სახლი დაინგრა და მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. პრეზიდენტმა ბაჩელეტმა ჩილეს ჩრდილოეთ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG