Accessibility links

logo-print

"ნასამ" თითქმის სრულად შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა


შეერთებული შტატების კოსმოსურმა უწყებამ - „ნასამ“ უკრაინის კრიზისის გამო შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა. ერთადერთი პროექტი, რომელშიც „ნასა“ ინარჩუნებს რუსეთთან კომუნიკაციას, საერთაშორისო კოსმოსური სადგურია. თანამშრომლებისთვის გაგზავნილი მემორანდუმის თანახმად, „ნასას“ თანამშრომლებს ეკრძალებათ რუსეთში მოგზაურობა, ან რუსეთიდან სტუმრის მიღება მანამდე, სანამ ადმინისტრაციისგან შემდეგ შეტყობინებას არ მიიღებენ. აშშ-ის კოსმოსური უწყების თანამშრომლებს ეკრძალებათ აგრეთვე ელექტრონული ფოსტისა და ტელეკონფერენციების საშუალებით თავიანთ რუს კოლეგებთან კომუნიკაცია. ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო გააგრძელებს „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის „უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობისთვის“. რუსეთის „სოიუზი“ ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომლის საშულებითაც დღეს მსოფლიოს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირება ხერხდება.
XS
SM
MD
LG