Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესახებ. რუსეთის ამომრჩეველს დაუბრუნდა უფლება, რომელიც მას 2012 წელს, საარჩევნო კანონში ცვლილებების შედეგად ჩამოერთვა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ცვლილებები უკანონდ ცნო. ახალი კანონის მიხედვით, კენჭისყრის შედეგების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. თუკი მოქალაქეს სურს გაასაჩივროს არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგები, ამისათვის ეძლევა სამი თვე შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან. ამომრჩეველს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ იმ უბანზე მომხდარი დარღვევა, სადაც ხმა მისცა.
XS
SM
MD
LG