Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: რუსეთმა უკრაინის სასაზღვრო არეალიდან ჯარის გაყვანა დაიწყო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის ნაწილი უკრაინის საზღვრების არეალიდან დაუბრუნდება მუდმივ ადგილსამყოფელს მას მერე, რაც დაასრულებს სამხედრო მანევრებს. ლავროვმა მოწოდება გამოთქვა, უკრაინის კრიზისის გარშემო რიტორიკის „განმუხტვისკენ“. მოსკოვში, თავის ყაზახ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენციაზე, ლავროვმა თქვა, რომ მანევრებში მონაწილე ერთი ბატალიონი უკვე დაბრუნდა როსტოვში თავის ბაზაზე. სხვები, ლავროვის თქმით, მუდმივ ადგილსამყოფელს დაუბრუნდებიან „მათი მოვალეობის შესრულების“ შემდეგ. კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთებს მოძრაობის შეზღუდვა არ აქვთ“ და „ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას აღიარებენო“. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შეკითხვებით მიმართა ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის აქტიურობის გარშემო. „ჩვენ არა მხოლოდ პასუხებს მოველით, არამედ მოველით ისეთ პასუხებს, რომლებიც ეფუძნება ჩვენს შორის შეთანხმებული წესების სრულ პატივისცემას“, თქვა ლავროვმა.
XS
SM
MD
LG