Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი გამომძიებლები: დემონსტრანტების დახოცვის ბრძანება იანუკოვიჩმა გასცა


უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ პირთა თანახმად, დემონსტრანტების დახოცვა კიევში, თებერვალში, მოხდა გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის „პირდაპირი ხელმძღვანელობით". მათ რუსეთის საიდუმლო სამსახურები რეპრესიებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა პრესკონფრენციაზე, რომ იანუკოვიჩმა გასცა „დამნაშავეობრივი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისთვის 18-20 თებერვალს. ნოემბერში დაწყებული გამოსვლების დროს მოკლეს ასზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა დახოცეს 18-20 თებერვალს. უმრავლესობას სნაიპერების ტყვია მოხვდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უშუალოდ მონაწილეობდა მაიდანის დემონსტრანტების წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვაში. ამ უწყებამ უარყო თებერვლის სროლასთან თავისი კავშირი. იანუკოვიჩი უკრაინიდან გაიქცა 20 თებერვლის შემდეგ და მოგვიანებით პარლამენტის მიერ ჩამოშორებული იქნა თანამდებობას.
XS
SM
MD
LG