Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი სასამართლოს სრული დამოუკიდებლობაა


დღეს ბათუმში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი ინსტიტუტების გაძლიერება და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რაც ინსტიტუციურ კონფლიქტს არ ნიშნავს. პაპუაშვილის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, კერძოდ პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაადასტურა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პატივს სცემს ინსტიტუტებს და მათ დამოუკიდებლობას. ირაკლი ღარიბაშვილი მეორე დღეა იმყოფება აჭარაში, სადაც 3 აპრილს შეხვდა ადგილობრივი მთავრობის წევრებს, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს და სარფში გაეცნო სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებს.
XS
SM
MD
LG