Accessibility links

logo-print

კოტე კუბლაშვილი: შემცირებულია ფარული მოსმენისთვის შუამდგომლობის შემთხვევები


ფარული მოსმენისთვის სასამართლოსადმი პროკურატურის შუამდგომლობის შემთხვევები შემცირებულია - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. კოტე კუბლაშვილის ინფორმაციით, შუამდგომლობების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით თბილისში სამჯერაა შემცირებული, რეგიონებში კი, ზოგიერთ შემთხვევაში ცხრაჯერაც. სააგენტოს შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ტენდენცია იმას, რომ ფარული მოსმენა ფაქტობრივად აღარ ხდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ცალსახა პასუხი არ აქვს. "არა, ამას პირდაპირ ვერ ვიტყვით, ისევე, როგორც ვერ ვიტყვით, რომ რადგან გამამართლებელი განაჩენი ერთ პროცენტამდეა, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის”, - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
XS
SM
MD
LG