Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომმა უკრაინას გაზის ფასი გაუზარდა


გაზპრომმა განაცხადა, რომ რუსეთის გაზის ფასი უკრაინისთვის იზრდება ასი დოლარით. უკრაინაში ექსპორტირებული ათასი კუბური მეტრი აირისთვის რუსეთი აპრილიდან 485 დოლარს მოითხოვს. ეს გამოცხადდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის და გაზპრომის ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის შეხვედრისას. მედვედევმა უთხრა მილერს, რომ უკრაინა განთავისუფლებული იყო მისი გაზის რუსეთიდან იმპორტის გადასახადის ვალისაგან ხარკოვის 2010 წლის ხელშეკრულების თანახმად. ეს ხელშეკრულება სევასტოპოლის საზღვაო ნავსადგურის 2042 წლამდე სარგებლობის უფლებას აძლევდა რუსეთს. იმის გამო, რომ ხელშეკრულებას საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ახლა პირველი აპრილიდან, პრემიერმა ხელშეკრულება გააუქმა. მილერის თქმით, ხელშეკრულება გაუქმდა, რადგან უკრაინას არ ჰქონდა უნარი გადაეხადა 2013 წლის ვალი და დღევანდელი იმპორტის სრული ფასი.
XS
SM
MD
LG