Accessibility links

ლიბანში სირიელი დევნილების რიცხვმა მილიონს მიაღწია


სირიელი დევნილების რიცხვმა ლიბანში მიაღწია ერთ მილიონს, იტყობინება გაეროს ლტოლვილთა უწყება. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დევნილთა რაოდენობის მიხედვით. იქვე წერია, რომ ყოველდღიურად ლიბანში ჩადის ორნახევარი დევნილი. უწყების ხელმძღვანელის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, დევნილთა მოზღვავებამ უარყოფითად იმოქმედა ლიბანის ეკონომიკაზე. 2011 წლის მარტის შემდეგ, როცა სირიაში ამბოხება დაიწყო, ეს ქვეყანა დაიტოვა ცხრა ნახევარმა მილიონმა სირიელმა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს უდრის. მათ თავშესაფარი ნახეს მეზობელ, ასევე სხვა ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG