Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშარაფი თავდასხმას გადაურჩა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის ყოფილი სამხედრო მმართველი, ფერვეზ მუშარაფი, რომელსაც ღალატისთვის ასამართლებენ, ბეწვზე გადაურჩა თავდასხმას, როცა მისი მანქანის გავლის შემდეგ გზაზე ბომბი აფეთქდა. ბომბი დამონტაჟებული იყო ქუჩაზე, რომელიც მუშარაფს უნდა გაევლო სამხედრო ჰოსპიტალიდან სახლამდე. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობაც არავინ იკისრა. მუშარაფი სავადმყოფოშია იანვრის შემდეგ. მუშარაფი სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდა შარშან მარტში. მას არაერთი ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის სახელმწიფოს ღალატი. მუშარაფი ვერ დაესწრო სასამართლოს ორ მოსმენას უსაფრთხოების მუქარის გამო.
XS
SM
MD
LG