Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საბოტაჟის ბრალდებით დააპატიმრეს 25 უკრაინელი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ „საბოტაჟის კამპანიის“ მზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე დააპატიმრა უკრაინის 25 მოქალაქე. ამ ცნობას მალე მოჰყვა უკრაინის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის განცხადება, რომელშიც „უაზრობას“ უწოდებენ საბოტაჟის ბრალდებას. რუსეთის განცხადებებიდან არ ჩანს, როდის დააპატიმრეს უკრაინელები. ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტები დაადანაშაულა თებერვალში კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ზომების დაგეგმვაში.
XS
SM
MD
LG