Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება „აბორტის წინამოსაფიქრებელი“ პერიოდის ხანგრძლივობა


„აბორტის წინამოსაფიქრებელი“ პერიოდი 3-დან 5 დღემე გაიზრდება. შესაბამის საკითხს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მთავრობის სხდომაზე გაიტანს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მოსაფიქრებელი პერიოდის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ სამდღიანი პერიოდი აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალს გადაწყვეტილებების მიღებამდე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და სწორად განემარტოს მისი შედეგები. “ამიტომ, გადავწყვიტეთ, კომპლექსურად შევცვალოთ ეს რეგულაცია. გაიზრდება არა მარტო მოფიქრების ხანგრძლივობა, არამედ დაემატება მთელი რიგი აუცილებელი კონსულტაციები, რომელიც, ჩვენი აზრით, ქალბატონებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
XS
SM
MD
LG