Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა ვილნიუსის კონფერენციაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა ვილნიუსის კონფერენციაზე - "ნატოს ღია კარი - ათი წელი ბიგ ბენგიდან". როგორც "ინტერპრესნიუსი" სამინისტროდან გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, მინისტრმა ნატოს გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩვენ გვჯერა, რომ დრო მოვიდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესმა წინ წაიწიოს. მიგვაჩნია, რომ 2014 წლის ნატოს სამიტი წარმოადგენს შესაძლებლობას, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი აისახოს შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯში, რაც გულისხმობს საქართველოსთვის გაწევრიანების ცხადი ინსტრუმენტის უზრუნველყოფას. ახალ ეტაპზე გადასვლით ჩვენ მზად ვართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ ვილნიუსში მიმდინარე კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG