Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ თათუხაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას


არასამთავრობო ორგანიზაციები - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" - მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე შალვა თათუხაშვილის ოჯახის თხოვნა საქართველოს პარლამენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს: "გამოვთქვამთ შეშფოთებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შალვა თათუხაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გავრცელდა მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების გარემოებების შესახებ. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე გაჩენილი სერიოზული ეჭვებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილოს გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს გამოძიების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG