Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა


რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა. "როიტერსის" ცნობით, უკრაინისთვის 1 000 კუბური მეტრი გაზი 485 დოლარი ეღირება, რაც საექსპორტო ბაჟს უკავშირდება. "მომავალში უკრაინელ მომხმარებლებთან ურთიერთობაში უნდა იხელმძღვანელოთ საყოველთაოდ დადგენილი საბაჟო გადასახადებით გაზის გატანაზე", – განუცხადა რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს. თავის მხრივ მილერმა აღნიშნა, რომ ბაჟის შემოღების შედეგად, უკრაინის "ნაფტოგაზისთვის" ბუნებრივი აირის საფასური 1 000 კუბური მეტრზე 485 დოლარამდე გაიზრდება. მისივე თქმით, ნაფტოგაზის დავალიანება გაზპრომისადმი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაზპრომმა 1 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაზის საფასური 2014 წლის მეორე კვარტალში გაიზრდებოდა და 1 000 კუბური მეტრზე 385,5 დოლარს შეადგენდა, რაც პირველ კვარტალში 268,5 დოლარი იყო. აქამდე უკრაინისთვის ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინისთვის გაზის საფასურის გაძვირებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის სხვა მიზეზი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG