Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა კონგრესმენებს შეხვდა უკრაინის კრიზისზე მოსალაპარაკებლად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის ორივე პალატის ლიდერებს. მათ უკრაინის კირიზისის დასარეგულირებლად მიღებული ზომები განიხილეს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული ძალისხმევის მეთაურობას, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას და მოახდინონ რუსეთის იზოლაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG